Google
საკუთარი ბრენდის სახელით ახალ პლანშეტურ კომპიუტერს Nexus-ს უშვებს.
მოწყობილობას
ტაივანური კომპანია Asus დაამზადებს და საძიებო ქსელის მიერ წელს
შესყიდული Motorola
Mobility, რომელიც ელექტრონული აღჭურვილობის
მწარმოებელია.
პლანშეტი
Android-ის მორიგი ვერსიის, Jelly Bean-ის ახალ ოპერატიულ სისტემაზე იმუშავებს.
აშშ-ში მისი ფასი 199 დოლარი იქნება.
გაჯეტი
გაყიდვაში ივლისიდან ჩაეშვება და Amazon-ის Kindle Fire-ის მთავარი კონკურენტი
გახდება.
კომპიუტერის
ეკრანის სიდიდე 7 დიუმია (17,8 სმ). მას 4-ბირთვიანი ცენტრალური პროცესორი და
12-ბირთვიანი ვიდეოპროცესორი ექნება. მისი მეხსიერება 8 გეგაბაიტს შეადგენს.
ახალი
პლანშეტი თავდაპირველად მხოლოდ კომპანიის კუთვნილი ელექტრონული მაღაზიის Google
Play-ის საშუალებით გაიყიდება.
Internet.ge