Microsoft-ის
გენერალურმა დირექტორმა სტივ ბალმერმა Office ახალი ვერსია წარადგინა. 2013 წლის
პაკეტი მომხმარებლისთვის უკვე კარგად ცნობილ პროგრამებთან - Word, Excell,
PowerPoint, Outlook და OneNote - ერთად დამატებით ფუნქციასაც ფლობს. მისი
საშუალებით პროგრამების განახლება შეგეძლებათ როგორც პერსონალურ კომპიუტერზე, ისე
კომპანია Apple-ის პროდუქციაზეც, ოფიციალური საიტიდან. ამისთვის საჭიროა მხოლოდ
გადახდის თქვენთვის ხელსაყრელი გადახდის საშუალება აირჩიოთ - ყოველთვიური ან
ყოველწლიური.
ახალი პროგრამული
უზრუნველყოფის ერთ-ერთი უპირატესობა სოციალურ ქსელებთან პირდაპირი ინტეგრაცია
იქნება. მაგალითად, მომხმარებელს Facebook-იდან და LinkedIn-იდან PeopleCard-ის
საშუალებით საკონტაქტო ინფორმაციის გადმოტანა შეეძლება.
ახალი Office-ის
გადმოტვირთვა კორპორაციის ოფიციალური საიტიდან უკვე შესაძლებელია. Microsoft
Office 2013-ის სრული ვერსია გაყიდვაში 2013 წლის დასაწყისში გამოვა.
Internet.ge