GE / EN
საინფორმაციო პორტალი
მეცნიერება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
Skype-ს მომხმარებელთა საუბრის მოსმენაში ადანაშაულებენ
22:11 24.07.2012
დღის სიახლეები

ინტერნეტში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მრავალწლიანი წინააღმდეგობის მიუხედავად, Skype-მა მაინც მისცა სამართალდამცავებს მომხმარებელთა საუბრების მოსმენის საშუალება. თუმცა, სერვისის მიმწოდებლები ამ ინფორმაციას უარყოფენ და აცხადებენ, რომ მსგავსი მოსმენის ტექნიკური საშუალება უბრალოდ არ არსებობს.

Skype მუდამ ირწმუნებოდა, რომ მისი „დაშიფვრის ტექნიკა“ საშუალებას არ აძლევს სამართალდამცავებს, მოისმინონ სერვისის მომხმარებელთა საუბრები. ეს იმას ნიშნავს, რომ თავად Skype-ის ხელმძღვანელთა სურვილის შემთხვევაშიც კი მსგავსი მოსმენა შეუძლებელია. 

მიუხედავად ამისა, მას შემდეგ, რაც Microsoft-მა Skype 8,5 მილიარდ დოლარად შეიძინა, ცნობილი გახდა, რომ კომპანიამ „კანონიერი მითვისების“ ტექნოლოგიაზე პატენტი მიიღო, რათა ინტერნეტ-ტელეფონის მომსახურება გამოეყენებინა. ეს ტექნოლოგია იმ ინფორმაციის ფარულად კოპირების საშუალებას იძლევა, რომელიც სატელეფონო კავშირის დროს გადაიცემა.

როგორც ტექნობლოგი Slate აღნიშნავს, შეუძლებელია იმის დანამდვილებით თქმა, დაიწყო თუ არა Skype-მა ამ ტექნოლოგიის გამოყენება პოლიციისა თუ სხვა სამართალდამცავი ორგანოების მოთხოვნის შესაბამისად. Microsoft-ის წარმომადგენლობამ ამ კითხვაზე პირდაპირი პასუხისგან თავი შეიკავა, რაც მომხმარებლებისგან სიმართლის დამალვის ეჭვს ბადებს.

გასული წლის მონაცემების თანახმად Skype-ში 663 მილიონი მომხმარებელია რეგისტრირებული.

Internet.ge

 

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
ბზა- ფლორისტის რჩევები, საინტერესო ფაქტები და სასარგებლო თვისებები
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
სააკაშვილი: ”ნაციონალური მოძრაობა” დაბრუნდება უფრო მეტი სიახლით, უფრო დიდი ძალით, მეტი იდეებით, ვიდრე ოდესმე, თავისი ისტორიის განმავლობაში1
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი თურქეთის ელჩს შეხვდა2
თეა წულუკიანი: ზურაბ ადეიშვილი შვებულებაში იმყოფება3
ირაკლი ღარიბაშვილი ეკა ზღულაძეს ხვალ შეხვდება4
მეთაურის გულგრილობის გამო მჟავათი დამწვარი ჯარისკაცი სიკვდილს ებრძვის5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X