ბრიტანელმა
ბიოლოგებმა მსოფლიოში ყველაზე უცნაური ცოცხალი არსება აღმოაჩინეს. Daily Mail-ის
ცნობით, ეს არის ბრტყელი ჭია, რომელსაც 60 თვალი აქვს.
უხერხემლო
არსება 12 მილიმეტრი სიგრძისაა, მიუხედავად ამისა, მას რეკორდული რაოდენობის თვალი
აქვს. იგი ფონდ „ველური ბუნების რწმენის“ ხელმძღვანელმა ბრაიან ევერშამმა
კემბრიჯის მახლობლად მდებარე ერთ-ერთ მინდორში არმოაჩინა.
ჩვეულებრივ,
აქამდე უცნობ არსებებს ეგზოტიკურ ადგილებში პოულობდნენ, როგორიცაა ახალი ზელანდია,
აფრიკა ან კარიბის ზღვის კუნძულები. ეს ტერიტორიები ევროპის ქვეყნებთან შედარებით, ნაკლებად დასახლებულია.
ბრიტანეთის
ბუნება ამ დრომდე ერთ-ერთ ყველაზე კარგად შესწავლილ ადგილად ითვლებოდა. მიუხედავად
ამისა, მეცნიერთა მიერ ერთხმად აღიარებული ყველაზე უჩვეულო არსება სწორედ ნისლიან
ალბიონზე იპოვეს. ამასთანავე, უხერხემლო არსებას ამ მიწაზე ნათესავი არ ჰყავს: იგი
სავსებით არ ჰგავს მატლებს, რომლებიც, მაგალითად, ჩრდილოეთ ირლანდიაში ან
შოტლანდიაში ცხოვრობენ. ბიოლოგ ჰიუ ჯონსის განცხადებით, რომელიც ამ სფეროს
ექსპერტია, მსგავსი მატლი მას მარტო ჰოლანდიაში უნახავს და ისიც მხოლოდ ერთხელ.
Internet.ge