Google კვლავ აგრძელებს
საკუთარი საძიებო სისტემის სრულყოფას. ახლა უკვე ძიების ველში კონკრეტული ფორმულის
ჩაწერისას შედეგებს შორის სისტემას კალკულატორიც გამოაქვს ეკრანზე. ამასთანავე, ეს
მხოლოდ სურათი არ არის, არამედ სრულყოფილი პროგრამაა.
მომხმარებელს შეუძლია
ძიების შედეგების გასუფთავება და სასურველი გამოთვლების კალკულატორზე წარმოება.
პროგრამის საშუალებით მხოლოდ ბაზისური არითმეტიკული მოქმედებები კი არ
ხორციელდება, არამედ მას ტრიგონომეტრიული ფუნქციებისა და ლოგარითმების გამოთვლა,
პი-ს დადგენა და სხვა რთული ოპერაციების შესრულებაც შეუძლია.
ჯერჯერობით ეს ფუნქცია
მხოლოდ საერთაშორისო გვერდს Google.com-ს აქვს და მარტო ინგლისურ ენაზე რეაგირებს.
მოთხოვნები მხარდაჭერილია როგორც ტექსტური ისე ხმოვანი შედეგით. მობილურ ვერსიებში
მხოლოდ ჩვეულებრივი კალკულატორი ჩანს, რომელსაც რთული მოქმედებების განხორციელება
არ ძალუძს.
შეგახსენებთ, რომ Google-ს
ასევე შეუძლია საზომი ერთეულების გარდაქმნა (მაგალითად, ცელსიუსის გადაყვანა
ფარეინგეიტის შკალაზე, ან მილების გადაყვანა კილომეტრებში), ვალუტებისა და
ადგილობრივი დროის გამოთვლა.
Internet.ge