ამერიკელმა მეცნიერებმა
ვირუსის ახალი სახესხვაობა აღმოაჩინეს, რომელმაც შესაძლოა საფრთხე შეუქმნას
ადამიანის ჯანმრთელობას.
ვირუს H3N8-ს ახალ
ინგლისში ადრე სელაპების გარდაცვალებას უკავშირებდნენ. ითვლება, რომ ეს
სახესხვაობა სელაპებმა ფრინველებისგან მიიღეს. ეს შესაძლოა აღმოჩნდეს პირველი
ვირუსი, რომელსაც ფრინველებიც ატარებენ და ზღვის ძუძუმწოვრებიც.
სტატიაში, რომელიც
მიკრობიოლოგიის ამერიკული საზოგადოების გამოცემაში დაიბეჭდა, მეცნიერები
ამტკიცებენ, რომ H3N8-ის მსგავსმა მუტაციამ შესაძლოა საფრთხე შეუქმნას ადამიანის
სასუნთქ სისტემას.
internet.ge