მეცნიერების განცხადებით, ასპირინის მიღებამ, შესაძლოა, საყლაპავი
მილის ისეთი დარღვევები წარმოშვას, როგორიცაა სიმსივნე.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, მეცნიერებმა 434 პაციენტზე ჩაატარეს
კვლევა. ისინი აკვირდებოდნენ ადამიანებს მათი სქესის, ასაკის, ალკოჰოლის
მოხმარებისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით. საბოლოოდ კი დაასკვნეს, რომ
ისინი, ვინც ასპირინს იღებდნენ საყლაპავი მილის სიმსივნის გაჩენის უფრო მაღალი
რისკის ქვეშ იყვნენ.
ასპირინი აფერხებს Cox-2–ის წარმოქმნას, ფერმენტის, რომელიც აწარმოებს
ანთებასა და ტკივილს და სწორედ ეს ხდება სიმსივნის განვითარების მიზეზი.
Internet.ge