მელბურნში
მდებარე ბერნეტის ინსტიტუტის მეცნიერთა ჯგუფმა მალარიისადმი იმუნიტეტი აღმოუჩინეს
რამდენიმე კენიელს, რომელთაც ეს დაავადება გადატანილი ჰქონდათ.
როგორც
ჯგუფის მეთაურმა ჯეიმს ბისონმა აღნიშნა, მკვლევარებს იმის გაგებაღა დარჩენიათ,
რომელი ანტისხეულები ებრძვიან მალარიის პარაზიტებს. ამის შემდეგ კი მათ ახალი
ვაქცინის შექმნა შეეძლებათ, რომელიც სავარაუდოდ უახლოეს ათწლეულში იქნება მზად.
BBC-ის ცნობით, ყოველ წელიწადს
მალარიით მილიონამდე ადამიანი იღუპება.
internet.ge