ამერიკის შეერტებული
შტატების კოსმოსური სააგენტოს მიერ გაშვებული რობოტი მარსზე დაეშვა.
ეს არის მისია,
რომელსაც ორი წლის განმავლობაში ახორციელებდნენ. რობოტი დეტალურად შეისწავლის
მარსზე არსებულ მდგომარეობას - არსებობს თუ არა სიცოცხლე.
უკვე გავრცელდა ფოტო,
როგორ ეშვება რობოტი მარსზე. პლანეტა მტვრით არის დაფარული.
აღნიშნული ფოტო შავ-თეთრია.
უახლოეს დღეებში ფერად გამოსახულებას ელოდებიან.
ინჟინერები და
მეცნიერები, რომლებიც ამ პროექტზე მუშაობდნენ, აღნიშნავენ, რომ ეს არის
უკანასკნელი 10 წლის საუკეთესო მიღწევა.
„ჩვენ კიდევ ერთხელ
ვართ მარსზე და ეს სრულიად წარმოუდგენელია. ამაზე უკეთესი არაფერია“, - განცხადა
ნასას წარმომადგენელმა.
internet.ge