ქართველმა მეცნიერებმა ახალი პრეპარატი შექმნეს, რომელიც სპაზმური, ასთმური ხველისა და ბრონქიტის დროს გამოიყენება.
სპაზმური, ასთმური ხველისა და ბრონქიტის სამკურნალო პრეპარატი, ენდემური ჯიშის მცენარე კავკასიური სუროსგან მზადდება და ყველა ასაკის ადამიანისთვის არის განკუთვნილი.
აღნიშნული სამეცნიერო პროექტი განათლების სამინისტროს დაფინანსებით, შოთა რუსთველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის საგრანტო კონკურსის ფარგლებში გახორციელდა.
ამ დროისათვის კი მეცნიერები მეორე ენდემური ჯიშის მცენარე - კოლხური ბაძგის უნიკალურ თვისებებს იკვლევენ.
internet.ge