ამერიკელმა სამხედროებმა წყნარი ოკეანის თავზე ზებგერითი საფრენი აპარატი გამოსცადეს, რომელიც, როგორც ექსპერტები ფიქრობენ, თანამედროვე ავიაციის მომავალი უნდა გახდეს.
ვარაუდობენ, რომ ის ბგერის სიჩქარეზე ექვსჯერ უფრო სწრაფი იქნება. შესაბამისად, ნიუ იორკიდან ლონდონში მგზავრობას სულ რაღაც ერთი საათი დასჭირდება.
თუმცა, "ბი-ბი-სის" ცნობით, აღნიშნული გამოცდების მთავარი მიზანი, მაღალსიჩქარიანი საბრძოლო რაკეტების დამზადებაა.
ახალი საფრენი აპარატი მოიერიშე "ბე 52-ის" დახმარებით გაუშვეს.
internet.ge