კომპანია Berg-მა მობილური პრინტერი
გამოუშვა, რომელიც საიტებზე განთავსებულ მასალებს ვიწრო ქაღალდზე ბეჭდავს. ის
იძლევა საშუალებას მომხმარებელმა ამოაპრინტეროს საჭირო მასალა უსადენო ინტერნეტით
სარგებლობის შემთხვევაშიც კი.
კომპაქტურ პრინტერტს მოწყობილობა BERG Cloud Bridge ახლავს, რომელიც ინტერნეტს Ethernet-კაბელით უკავშირდება და მონაცემებს უსადენო არხით Little Printer-ზე აგზავნის.
ამასთან, პრინტერი არ საჭიროებს მელნის გამოყენებას. პრინტერს უკვე აქვს
Google-ის მხარდაჭერაც.
ახალი მოწყობილობა 259
დოლარი ღირს.
Internet.ge