უნივერსალური ვაქცინა შეძლებს აღმოაჩინოს და გაანადგუროს კიბოს უჯრედები. ის
გაყიდვაში 6 წლის განმავლობაში შევა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული საინფორმაციო სააგენტოები "The Daily Telegraph"-ზე დაყრდნობით ავრცელებენ.
უნიკალურ პრეპარატს „იმუცინი“ ეწოდა. ვაქცინა, პრაქტიკულად, ორგანიზმის ცილების ამოცნობას შეასწავლის, რომლებიც
კიბოს უჯრედების ზედაპირზეა განთავსებული.
პრეპარატის ტესტირებაში 10 მოხალისე მონაწილეობდა. კვლევის შედეგების მიხედვით, 3
ადამიანი სრულიად განიკურნა, დანარჩენებს კი კიბოს წინააღმდეგ იმუნიტეტი
გაუძლიერდათ.
მეცნიერები დარწმუნებულები არიან, რომ „იმუცინი“ მათ საშუალო ზომის
სიმსივნეების განკურნებაში დაეხმარება. განსაკუთრებით ეფექტურია მისი მოქმედება
მკერდისა და პროსტატის კიბოს შემთხვევაში. გარდა ამისა, პრეპარატი სასარგებლო
იქნება მათთვისაც, ვინც თერაპიის კურსი უკვე გაიარა.
კიბოს კვლევის მსოფლიო ფონდის ბოლო მონაცემებით 2008 წელს კიბოთი დაავადებულთა
რაოდენობა მსოფლიოში 13 მილიონი იყო, რაც 2030 წლისთვის, ვარაუდობენ, რომ 21
მილიონამდე გაიზრდება.
internet.ge